Moovit Updates

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს

Bauarbeiten - Schienenersatzverkehr / Umleitung / Halte entfallen

🔊უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი შეზღუდვები წესდება.

🚫 🚌 კერძოდ, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება. მათ შორის, მუშაობას აჩერებს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტიც. 🚌 🚫

📢 გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული – ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით.
📢 გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქი ავტომობილით მგზავრობისას ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოების მხრიდან გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

ინფორმაციის წყარო: ბათუმის ავტოტრანსპორტი

Exit mobile version